პროექტი

პროექტის სათაური
გამყოფი, ჯერადი
პროექტის მთავარი იდეა
ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების გამყოფების და ჯერადების პოვნის გაანალიზება
პროექტის აქტუალობა
გამოუმუშავდებათ ზოგადი უნარ-ჩვევები, შინაგანი მოტივაცია, ჯგუფური მუშაობა, განვლილი მასალის გამოყენებით ახალ მასალაზე გადასვლა. ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
პროექტის მიზნები
ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების ჯერადებისა და გამყოფების პოვნა
მონაწილეთა ასაკი
10-11 წელი
ვადები/ხანგრძლივობა
15 დღე
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, მათი გაანალიზება და შეფასება, იყენებს ახალ რიცხვით სახელებს, პოზიციურ სისტემას და ახდენს ნატურალური რიცხვების კლასიფიკაციას, პოულობს მოცემული ერთნიშნა  და  ორნიშნა რიცხვების ჯერადებსა და გამყოფებს.
პროექტისთვის საჭირო რესურსები
სახელმძღვანელო - მათემატიკა მეხუთე კლასი, დაფა, ცარცი, დასარიგებელი ბარათები ორი ვარიანტით, საწერკალამი, რვეული
პროექტის მსვლელობა
აქტივობა 1. სიტუაციური ამოცანა.
მოსწავლეების მოტივაცია დაგეგმიოლ თემაზე სამუშაოდ.

აქტივობა 2. აქტიური მინილექცია , კითხვებზე პასუხი,
მოსწავლეებს ეცნობათ გაკვეთილის თემა , მიზანი და შეფასების სქემა.
აქტივობა 3. დამოუკიდებელი მუშაობა.
მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად, ურიგდებათ ბარათები, რომლებზეც დაწერილია 15-20 რიცხვი.
პირველებმა უნდა ამოწერონ მოცემული რიცხვებიდან ოთხის ჯერადი რიცხვები, ხოლო მეორეებმა 36-ის გამყოფები.
აქტივობა 4. შესრულებული სამუშაოს განხილვა-განმტკიცება
მოსწავლეებმა გაიხსენონ და გააჟღერონ თუ რა ისწავლეს და რა გააკეთეს მათ დღეს.ისაუბრონ იმაზე, თუ რას დაიმახსოვრებენ ისინი დღევანდელი გაკვეთილიდან და გააკეთონ დასკვნა რა განსხვავებაა ჯერადსა და გამყოფს შორის, როგორ ამოვიცნოთ ისინი.
აქტივობა 5. შეფასება  
შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე თვითშეფასება.მასწავლებლის მიერ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ–თან კავშირი:
ესგ-თან კავშირი
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
მათემატიკის პედაგოგი მზია ბოკუჩავა
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი

No comments:

Post a Comment